Front-end (HTML, css)
ლექტორი: გრიგორი ხუნდაძე, ლუკა ბლიაძე
გავრცელებული აზრია, რომ ვებგვერდის შექმნა მათემატიკის გენიოსების საქმეა, თუმცა ჩვენს ხომალდზე ამისი არავის სჯერა. რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. სულ უფრო მეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის ფინანსები იყო საჭირო, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინმაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინსერვისი.
ამ კურსზე მიიღებ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემს, გაერკვე ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყო სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანო არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმო და მენეჯმენტი გაუწიო ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და პირველი ორი თვის განმავლობაში მარტივ ვებგვერდებს შექმნი HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით, ბოლო ერთი თვე კი რეალურ პროექტზე იმუშავებ.
კონკურსის გზით შერჩეულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ილიაუნი + ფარგლებში, კურსის საფასური მთლიანად უფინანსდებათ უნივერსიტეტის მიერ.
Front-end (HTML, css)

- ხანგრძლივობა - 3 თვე
- კურსის ღირებულება - 880 ლარი

ლექტორის შესახებ

გრიგორი ხუნდაძე
გრიგორი არის Front-end Development-ის კურსის ლექტორი უნილაბში.
2020 წელს გაიარა HTML5, CSS3-ის კურსი ჯეოლაბში, 2021 წელს javascript (Angular 2+) -ის კურსი. ამავე წელს მუშაობდა კომპანია “სტარს საქართველო”- ში Front-End დეველოპერის პოზიციაზე. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.
2013-2017 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ვებ-დეველოპმენტის სწავლა დიდი ინტერესის გამო დაიწყო და უკვე ორ წელზე მეტია აქტიურად ჩართულია ფრონტ-ენდ დეველოპმენტში.
ლუკა ბლიაძე
ლუკა უნილაბის Front-end Development-ის კურსის ლექტორია. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Computer engineering-ის მიმართულებით.
პროგრამირების შესწავლა დაიწყო 2019 წელს, 2020 წელს გაიარა Front-end-ის კურსი და სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში. არის React.js, Typescript Enthusiast. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.