UNITY
Document

Unity კროსპლატფორმული პროგრამაა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად გამოიყენება. Unity 2005 წელს შეიქმნა, როგორც Apple-ის კომპიუტერებისათვის (OS X) კომპიუტერული თამაშების შესაქმნელი სისტემა. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის კროსპლატფორმულ სისტემად ტრანსფორმირდა. კროსპლატფორმულობა საშუალებას იძლევა, პროგრამისტის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა თამაშმა სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაოს. ადრე თამაშების შემქმნელები კონკრეტულად რომელიმე პლატფორმისთვის, ოპერაციული სისტემისათვის ქმნიდნენ თამაშს. შესაბამისად, მაგალითად, Windows პლატფორმისთვის შექმნილი თამაში არ მუშაობდა, ვერ ეშვებოდა Apple-ის კომპიუტერებზე. Unity-ს საშუალებით შექმნილი თამაშები შეიძლება 20-ზე მეტ პლაფორმაზე გაეშვას. მათ შორის Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ. ასევე სხვადასხვა ვებბრაუზერში. Unity 3D სხვადასხვა სახის 2D და 3D გამოსახულების იმპორტირების საშუალებას იძლევა (Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, Modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah 3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks). შესაბამისად, Unity-ში შესაძლებელია 2D და 3D თამაშების შექმნა. Unity 3D-ში ინტეგრირებული თაიმლაინი თამაშის შემქმნელებს საქმეს მნიშვნელოვნად უადვილებს.

კურსის ფარგლებში იმ ძირითად პრინციპებს შეისწავლი, რომელზე დაყრდნობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. ლექტორის მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით  თავად შექმნი Unity-ში კროსპლატფორმულ თამაშებს. კურსის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლექტორების დახმარები, საკუთარ პროექტებზეც მოგიწევს მუშაობა.

frontendd
Document
python
Document
PHP_01
Document

სხვა პროგრამები:

  • ლექტორი: პაკო ტაბატაძე
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განრიგი:  N/A
  • კურსის ღირებულება: N/A
Document

Document