
Python, დღესდღეობით ძალიან პოპულარული ენა, გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად, ამ ენის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ვებაპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციას და სხვ.
Python საბაზო კურსის გავლისას შეისწავლით ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებსა და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს, ფუნქციებს, შეეხებით საბაზო დონეზე ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებს და სხვ.
ასე რომ, ეს კურსი შენთვისაა, თუ დამწყები ხარ, გსურს ჩამოგიყალიბდეს პროგრამირების ბაზისი ან გაიმეორო Python დაპროგრამების ენის ძირითადი
პრინციპები პრაქტიკაში.
კურსის გავლის შემდეგ გეცოდინება:
- Python დაპროგრამების ენის საფუძვლები, ფილოსოფია;
- მარტივი და საშუალო სირთულის სკრიპტების/პროგრამების შექმნის მეთოდები;
- მარტივი და საშუალო დონის ვებაპლიკაციის შექმნა;
- მონაცემების დამუშავება, შენახვა, გაგზავნა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი შეძლებ მიღებული ცოდნის რეალურ პროექტში გამოყენებას.
სხვა კურსები:




სხვა პროგრამები:
- ლექტორი: თემო ჩიჩუა
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
- განრიგი: N/A
- კურსის ღირებულება: N/A