graphic design
Document

რაც უფრო მეტი დრო გადის, ცხოვრების რიტმი უფრო და უფრო ჩქარდება, დროც თითქოს სინათლის სიჩქარით მიქრის და ამ ტემპში ადამიანებს უძნელდებათ მათკენ მიმართულ უშველებელ ინფორმაციულ ტალღაში ღირებული ეძებონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამიზნე აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი და გამორჩეული ხერხი მოვძებნოთ.

შენს გონებაში არსებული იდეები ისეთივე ქაოსური შეიძლება იყოს, როგორიც კოსმოსში გაბნეული ასტეროიდის ნაწილაკების მოძრაობა, თუმცა არსებობს ხომალდი, რომელშიც შენი იდეების სისტემაში მოყვანაში დაგეხმარებიან, ქაოტურ აზრებს კიბერ-ხელს შეავლებენ და ინფორმაციის გადმოცემის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებას შეგასწავლიან.

გრაფიკული დიზაინის საშუალებით შეძლებ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატო, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებასა და ვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით ხორციელდება.

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს დაეუფლები. ორი თვის განმავლობაში დააგროვებ თეორიულ ცოდნას და იმუშავებ პრაქტიკულ დავალებებზე, ბოლო ერთი თვე კი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ პროექტში რეალიზებას შეძლებ.

სხვა კურსები

UNITY
Document
ASP-.NET-MVC
Document
ქოფირაითი
Document
  • ლექტორი: ნინი თევდორაშვილი
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განრიგი:  N/A
  • კურსის ღირებულება: N/A
Document

Document