7-07
Document

თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა  მცოდნე კადრი გვჭრდება“, დღეს გაიგონებთ გამოცდლი კადრი გვჭირდება”. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშეც ვერ მიიღებ პრაქტიკულ გამოცდლებს. 

და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:

სნიპეტები

ფუნქციები

ბიბლიოთეკები

ფრეიმვორკები

….

მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟები, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.

PHP-ის შესახებ:

PHP ვებპროგრამირების ენებში დაახლოებით ისეა, როგორც ინგლისური ენა საერთაშორისო არენაზე. დღეს ინტერნეტში განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ენაზეა შექმნილი. Facebook-ის გუნდი რომ ყოველდღე რაღაცით გვაოცებს, ესეც PHP-ის დამსახურებაა.

PHP-ს დინამიური ვებგვერდების შესაქმნელად იყენებენ.


ინტერნეტში უამრავი ღია რესურსია განთავსებული, რომლებშიც დეტალურად არის განხილული PHP-ს ესა თუ ის ბრძანება, ან PHP კოდის საშუალებით შექმნილი ფუნქცია. შესაძლებელია ასევე PHP კოდის „სნიპეტების“ კოდის ერთგვარი ნაგლეჯების მოძიება. PHP პროგრამისტები ხშირად იყენებენ გამზადებული კოდის ნაგლეჯებს, რომელთა საკუთარი საჭიროებისათვის მორგება, გადაკეთებაა შესაძლებელი. მიუხედავად სნიპეტების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების (ყველა ეს სიტყვა გამზადებული კოდის პატარა, ან ძალიან დიდ ნაწილებს გულისხმობს) არსებობისა, PHP პროგრამისტს თავად უწევს კოდის დიდი ნაწილის დაწერა. ეს მას საშუალებას აძლევს, ზედმიწევნით ზუსტად, ოპტიმალურად გამოიყენოს PHP პროგრამული ენის შესაძლებლობები.

სხვა პროგრამები:

6-06
Document
4-04
Document
2-02
Document
  • მენტორი: თაზო მინდიაშვილი
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განრიგი: N/A

Document