PHP_01
Document

PHP ვებპროგრამირების ენებში დაახლოებით ისეა, როგორც ინგლისური ენა საერთაშორისო არენაზე. დღეს ინტერნეტში განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ენაზეა შექმნილი. Facebook-ის გუნდი რომ ყოველდღე რაღაცით გვაოცებს, ესეც PHP-ის დამსახურებაა.

PHP-ს დინამიური ვებგვერდების შესაქმნელად იყენებენ.

 

ინტერნეტში უამრავი ღია რესურსია განთავსებული, რომლებშიც დეტალურად არის განხილული PHP-ს ესა თუ ის ბრძანება, ან PHP კოდის საშუალებით შექმნილი ფუნქცია. შესაძლებელია ასევე PHP კოდის „სნიპეტების“ კოდის ერთგვარი ნაგლეჯების მოძიება. PHP პროგრამისტები ხშირად იყენებენ გამზადებული კოდის ნაგლეჯებს, რომელთა საკუთარი საჭიროებისათვის მორგება, გადაკეთებაა შესაძლებელი. მიუხედავად სნიპეტების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების (ყველა ეს სიტყვა გამზადებული კოდის პატარა ან ძალიან დიდ ნაწილებს გულისხმობს) არსებობისა, PHP პროგრამისტს თავად უწევს კოდის დიდი ნაწილის დაწერა. ეს მას საშუალებას აძლევს, ზედმიწევნით ზუსტად, ოპტიმალურად გამოიყენოს PHP პროგრამული ენის შესაძლებლობები.


კურსის განმავლობაში  შეძლებ თავად შექმნა ვებგვერდები. ისწავლო, როგორც უშუალოდ PHP პროგრამულ ენაზე წერა, ასევე არსებული სნიპეტების, ფუნქციების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების გამოყენება და საკუთარ საჭიროებებზე მორგება, გადაკეთება.  ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტზე მუშაობასაც შეძლებ.

wordpress
Document
frontendd
Document
python
Document

სხვა პროგრამები:

  • ლექტორი: თაზო მინდიაშვილი
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განრიგი: N/A
  • კურსის ღირებულება: N/A
Document

Document